ამ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, რეგიონალური განვითარების აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა, რომ რეგიონებში სხვა საქართველო, სხვა რეალობაა და მოსახლეობას არ აქვს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის განცდა. გიორგი კვირიკაშვილმა, შესაბამისად, პირველ რიგში სწორი პრიორიტეტების დასახვასა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებაზე გაამახვილა ყურადღება. „რეგიონალური მაცნე“ დღეს რეგიონებში არსებულ „სხვა რეალობასა“ და ამ რეალობის შესაცვლელად საჭირო პროექტებზე ისაუბრებს. შემოგთავაზებთ სიუჟეტებს თელავიდან, ახალციხიდან, რუსთავიდან და ქუთაისიდან.