სტიქია, იმპიჩმენტი და ინფრასტრუქტურული პროექტები

ქუთაისი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გასულ კვირაში კახეთსა და რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებული 1 300 ოჯახის დასახმარებლად სპეციალური შტაბი შეიქმნება. პრემიერ-მინისტრის თანახმად, მთავრობამ მოსახლეობას დაზიანებული სახლების აღდგენაში თანადგომა უნდა გაუწიოს.

„რეგიონალურ მაცნეში“ დღეს, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა პრობლემების გარდა, ვისაუბრებთ სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზეზებსა და ქუთაისის ინფრაქსტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხზე. შემოგთავაზებთ სიუჟეტებს ლაგოდეხიდან, ასპინძიდან, სენაკიდან და ქუთაისიდან.