დღეს „რეგიონალურ მაცნეში“ ჩვენი საუბრის თემები იქნება: საძოვრებით სარგებლობის სიძვირე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მოუწყობელი ინფრასტრუქტურა, პარლამენტის ინვენტარის გატანით მოსახლეობის შეფიქრიანება და ახალი ბიუჯეტი, რომელიც უკვე იანვარში გადაიხედება. შემოგთავაზებთ სიუჟეტებს ლაგოდეხიდან, ზუგდიდიდან, ქუთაისიდან და ახალციხიდან.