ახალი გუბერნატორები მუშაობას შეუდგნენ

ამ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეგიონების ახალი გუბერნატორები წარადგინა. გუბერნატორების თანამდებობა ვაკანტური მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისა და, შესაბამისად, გუბერნატორების თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გახდა. ახალ გუბერნატორებს ორი ძირითადი მახასიათებლით გამოარჩევენ: ისინი პარტიული ნიშნით არ შერჩეულან და მათი ნაწილი თანამდებობაზე ძალოვანი სტრუქტურიდან დაწინაურდა. დღეს „რეგიონალურ მაცნეში“ 4 ახალ გუბერნატორს გაგაცნობთ. შემოგთავაზებთ სიუჟეტებს ლაგოდეხიდან, ახალციხიდან, ზუგდიდიდან და ქუთაისიდან.