დილიდან ხმაური იყო თბილისში, ტაშკენტის N5/7-ში და ბაქოს პირველ ნომერში. იქ არსებულ გარემონტებულ, თუმცა ცარიელ შენობებში აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა რამდენიმე ათეული ოჯახი თვითნებურად შეიჭრა. ისინი აცხადებენ, რომ მათ არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართები და ხელისუფლებას აღნიშნული ფართების დაკანონებას სთხოვენ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აცხადებს, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება საქართველოს კანონმდებლობისა და სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს, თუმცა, როდის მოხერხდება დევნილთა საცხოვრებელი ფართებით სრულად დაკმაყოფილება, ამის შესახებ მათ კონკრეტული პასუხი ამ ეტაპზე არ აქვთ. რა ბედი ელით შენობებში თვითნებურად შეჭრილ დევნილებს და რატომ დაუპირისპირდა ტაშკენტის ქუჩაზე დევნილთა ორი ჯგუფი ერთმანეთს?
73 წლის აფხაზეთიდან დევნილი სოსო ჩხეტიანი ტაშკენტის შვიდში, ”საქნავთობის” ყოფილ შენობასთან დგას. ის პირველი ჯგუფის ინვალიდია. აფხაზეთის ომში ნაღმის აფეთქების შედეგად მხედველობა მნიშვნელოვნად დაუზიანდა, თუმცა, როგორც ის გვეუბნება, ჯერ კიდევ შეუძლია ჩვენთვის იმ ფანჯრების ჩვენება, სადაც 2008 წლიდან 2011 წლამდე ცხოვრობდა. მასთან ერთად შენობის წინ ათამდე დევნილი დგას:
”აი, ამ ოთახში ვცხოვრობდი. აი, ეს სამი ფანჯარა რომ ჩანს, ის იყო ჩვენი ოთახი. ერთი ძაღლები არ ჰყავდათ, თორემ ომის დროს გესტაპო რომ ექცეოდა ხალხს, ისე გამოგვყარეს. ზამთარში, თოვლში, ყინვაში გამოგვიყარეს ბარგი გარეთ და შეგვიყარეს სატვირთო მანქანებში. მანქანაში რომ ჩავჯექი და ვკითხე, სად წავიდე-მეთქი, სადაც გინდა, იქ წადიო, ასე მიპასუხეს”, - იხსენებს სოსო ჩხეტიანი.
ტაშკენტის N5/7-ში ხმაური დილიდან ატყდა. აფხაზეთიდან დევნილი 35 ოჯახი სამსართულიან გარემონტებულ შენობაში თვითნებურად შევიდა. დევნილებმა რკინის კარი ჩაკეტეს. კართან შეკრებილ ჟურნალისტებს ისინი ფანჯრიდან ესაუბრებიან. ფანჯრებიდან ეხმიანებიან ისინი ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდგომ სოსო ჩხეტიანს და კიდევ რამდენიმე დევნილს, რომლებიც 2011 წლის იანვრამდე, ანუ მანამდე, სანამ დევნილთა და განსახლების სამინისტრო ე.წ. დიდი განსახლების პროცესს დაიწყებდა, სწორედ ”საქნავთობის” ყოფილ შენობაში ცხოვრობდნენ. დევნილთა ორი ჯგუფი ახლა იმაზე დაობს, თუ ვის ეკუთვნის ტაშკენტის N5/7 ნომერში ცხოვრება - შენობაში თვითნებურად შეჭრილ დევნილებს თუ დევნილებს, რომლებიც ხელისუფლებამ 2011 წელს გამოასახლა და ზოგი ფოცხოეწერში, ზოგი ლესიჭინეში, ზოგი თორსა-დღვაბასა და სხვა კომპაქტური დასახლებების გზას გაუყენა:
- ჩვენ ვინ გვკითხა, რომ სახლებიდან გამოგვყარეს?
- ამხელა კაცს ტვინი არა გაქვს? არ უნდა გეკითხა? ძალით შედიხარ? აქ ჩვენ ვცხოვრობდით.
- ჩემო დაიკო, მომისმინე, მე საკუთარი სახლიდან ვარ გამოგდებული, უკვე 20 წელია.
- მეც გამოგდებული ვარ 20 წელია. შენ ჩემ ადგილზე რატომ ცხოვრობ?
- მე შენ ადგილზე არ ვცხოვრობ.
აფხაზეთიდან დევნილი ქალი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამბობს, რომ ტაშკენტის ქუჩაზე მდებარე შენობიდან გამოსახლების შემდეგ ის აეროპორტის დასახლებაში ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. მან და ”საქნავთობის” ყოფილ შენობაში მცხოვრებმა 35-მა დევნილმა ოჯახმა გამოსახლების შემდეგ სასამართლოსაც მიმართეს, თუმცა, მისი თქმით, მათ საჩივარს შედეგი არ მოჰყოლია:
”მე აქ ვცხოვრობდი ჩემ ძმასთან ერთად, რომელიც ახალგაზრდა გარდაიცვალა. ყველამ იცის ეს. შევიტანეთ სასამართლოში სარჩელი. სარჩელი შეეხებოდა იმ ფაქტს, რომ უკანონოდ გამოგვასახლეს. საქმე სააპელაციო სასამართლოშია.”
ყოფილ ”საქნავთობის” შენობაში თვითნებურად შეჭრილმა დევნილებმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელს 35 კაციანი სია ფანჯრიდან გადააწოდეს. სიაში შენობაში მყოფი დევნილების სახელები, გვარები და მათი პირადი ნომრებია მითითებული. როგორც დევნილები ამბობენ, თუკი სამინისტროს წარმომადგენლები სიაში აღმოაჩენენ თუნდაც ერთ დევნილს, რომელიც ხელისუფლებამ საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილა, ისინი შენობას მაშინვე დატოვებენ.
ტაშკენტის N5/7 ნომერში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე ვალერი კოპალეიშვილიც მივიდა. ჟურნალისტებთან საუბარში ის აცხადებს, რომ ბოლო დღეებში ადგილი აქვს დევნილების მიერ შენობებში უკანონოდ შეჭრისა და ფართების თვითნებურად დაკავების ფაქტებს. სწორედ ამიტომ ის მიმართავს დევნილებს გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ უკანონო ქმედებებისგან. მისივე მტკიცებით, დევნილთა განსახლება მიმდინარეობს სტრატეგიის შესაბამისად, თუმცა რადიო თავისუფლების კითხვაზე, თუ როდის დაკმაყოფილდებიან საცხოვრებელი ფართებით შენობაში უკანონოდ შეჭრილი დევნილები, მას კონკრეტული პასუხი არ აქვს:
”დევნილთა პრობლემების გადაჭრა, მათი განსახლების პროგრამა ხორციელდება სახელმწიფო სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის მიხედვით. სწორედ იმ გეგმის მიხედვით მოხდება მათი განსახლება. ამ შემთხვევაში კონკრეტულად უნდა შევისწავლოთ ეს დევნილები. ამის შესაძლებლობა ჩვენ აქამდე არ გვქონდა”, - ამბობს ვალერი კოპალეიშვილი.
”საქნავთობის” ყოფილი შენობის გარეთ მყოფი დევნილები ჟურნალისტებთან საუბარში იმასაც ამბობენ, რომ შენობაში მყოფმა დევნილებმა სამინისტროს ერთ-ერთ წარმომადგენელს აღნიშნული ფართების შესაძენად ფული გადაუხადეს. ვალერი კოპალეიშვილის თქმით, მან ამის შესახებ არაფერი იცის და დევნილებს ურჩევს, თუკი ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ეჭვი არსებობს, მიმართონ შესაბამის ორგანოებს:
”ამის შესახებ თქვენგან მესმის პირველად. ქვეყანაში არსებობს მექანიზმები, ინსტიტუტები, მიმართონ შესაბამის ორგანოებს. ყველა ადამიანი, ვინც კანონს არღვევს, უნდა დაისაჯოს”, - ამბობს ვალერი კოპალეიშვილი.
რაც შეეხება ტაშკენტის N5/7-ში მდებარე შენობას, ვალერი კოპალეიშვილის თქმით, ის ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. მისივე თქმით, შენობა არ არის დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტი და იქ დევნილები ვერ იცხოვრებენ. ვალერი კოპალეიშვილი იმასაც ამბობს, რომ თუკი დევნილებთან მოლაპარაკება ვერ მოხერხდება და ისინი შენობას საკუთარი ნებით არ დატოვებენ, შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდეს დევნილთა გამოსახლება.
ერთი ძაღლები არ ჰყავდათ, თორემ ომის დროს გესტაპო რომ ექცეოდა ხალხს, ისე გამოგვყარეს. ზამთარში, თოვლში, ყინვაში გამოგვიყარეს ბარგი გარეთ და შეგვიყარეს სატვირთო მანქანებში. მანქანაში რომ ჩავჯექი და ვკითხე, სად წავიდე-მეთქი, სადაც გინდა, იქ წადიო, ასე მიპასუხეს...სოსო ჩხეტიანი
73 წლის აფხაზეთიდან დევნილი სოსო ჩხეტიანი ტაშკენტის შვიდში, ”საქნავთობის” ყოფილ შენობასთან დგას. ის პირველი ჯგუფის ინვალიდია. აფხაზეთის ომში ნაღმის აფეთქების შედეგად მხედველობა მნიშვნელოვნად დაუზიანდა, თუმცა, როგორც ის გვეუბნება, ჯერ კიდევ შეუძლია ჩვენთვის იმ ფანჯრების ჩვენება, სადაც 2008 წლიდან 2011 წლამდე ცხოვრობდა. მასთან ერთად შენობის წინ ათამდე დევნილი დგას:
”აი, ამ ოთახში ვცხოვრობდი. აი, ეს სამი ფანჯარა რომ ჩანს, ის იყო ჩვენი ოთახი. ერთი ძაღლები არ ჰყავდათ, თორემ ომის დროს გესტაპო რომ ექცეოდა ხალხს, ისე გამოგვყარეს. ზამთარში, თოვლში, ყინვაში გამოგვიყარეს ბარგი გარეთ და შეგვიყარეს სატვირთო მანქანებში. მანქანაში რომ ჩავჯექი და ვკითხე, სად წავიდე-მეთქი, სადაც გინდა, იქ წადიო, ასე მიპასუხეს”, - იხსენებს სოსო ჩხეტიანი.
ტაშკენტის N5/7-ში ხმაური დილიდან ატყდა. აფხაზეთიდან დევნილი 35 ოჯახი სამსართულიან გარემონტებულ შენობაში თვითნებურად შევიდა. დევნილებმა რკინის კარი ჩაკეტეს. კართან შეკრებილ ჟურნალისტებს ისინი ფანჯრიდან ესაუბრებიან. ფანჯრებიდან ეხმიანებიან ისინი ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდგომ სოსო ჩხეტიანს და კიდევ რამდენიმე დევნილს, რომლებიც 2011 წლის იანვრამდე, ანუ მანამდე, სანამ დევნილთა და განსახლების სამინისტრო ე.წ. დიდი განსახლების პროცესს დაიწყებდა, სწორედ ”საქნავთობის” ყოფილ შენობაში ცხოვრობდნენ. დევნილთა ორი ჯგუფი ახლა იმაზე დაობს, თუ ვის ეკუთვნის ტაშკენტის N5/7 ნომერში ცხოვრება - შენობაში თვითნებურად შეჭრილ დევნილებს თუ დევნილებს, რომლებიც ხელისუფლებამ 2011 წელს გამოასახლა და ზოგი ფოცხოეწერში, ზოგი ლესიჭინეში, ზოგი თორსა-დღვაბასა და სხვა კომპაქტური დასახლებების გზას გაუყენა:
- ჩვენ ვინ გვკითხა, რომ სახლებიდან გამოგვყარეს?
- ამხელა კაცს ტვინი არა გაქვს? არ უნდა გეკითხა? ძალით შედიხარ? აქ ჩვენ ვცხოვრობდით.
- ჩემო დაიკო, მომისმინე, მე საკუთარი სახლიდან ვარ გამოგდებული, უკვე 20 წელია.
- მეც გამოგდებული ვარ 20 წელია. შენ ჩემ ადგილზე რატომ ცხოვრობ?
- მე შენ ადგილზე არ ვცხოვრობ.
Your browser doesn’t support HTML5
აფხაზეთიდან დევნილი ქალი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამბობს, რომ ტაშკენტის ქუჩაზე მდებარე შენობიდან გამოსახლების შემდეგ ის აეროპორტის დასახლებაში ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. მან და ”საქნავთობის” ყოფილ შენობაში მცხოვრებმა 35-მა დევნილმა ოჯახმა გამოსახლების შემდეგ სასამართლოსაც მიმართეს, თუმცა, მისი თქმით, მათ საჩივარს შედეგი არ მოჰყოლია:
”მე აქ ვცხოვრობდი ჩემ ძმასთან ერთად, რომელიც ახალგაზრდა გარდაიცვალა. ყველამ იცის ეს. შევიტანეთ სასამართლოში სარჩელი. სარჩელი შეეხებოდა იმ ფაქტს, რომ უკანონოდ გამოგვასახლეს. საქმე სააპელაციო სასამართლოშია.”
ყოფილ ”საქნავთობის” შენობაში თვითნებურად შეჭრილმა დევნილებმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელს 35 კაციანი სია ფანჯრიდან გადააწოდეს. სიაში შენობაში მყოფი დევნილების სახელები, გვარები და მათი პირადი ნომრებია მითითებული. როგორც დევნილები ამბობენ, თუკი სამინისტროს წარმომადგენლები სიაში აღმოაჩენენ თუნდაც ერთ დევნილს, რომელიც ხელისუფლებამ საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილა, ისინი შენობას მაშინვე დატოვებენ.
დევნილთა პრობლემების გადაჭრა, მათი განსახლების პროგრამა ხორციელდება სახელმწიფო სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის მიხედვით. სწორედ იმ გეგმის მიხედვით მოხდება მათი განსახლება...ვალერი კოპალეიშვილი
ტაშკენტის N5/7 ნომერში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე ვალერი კოპალეიშვილიც მივიდა. ჟურნალისტებთან საუბარში ის აცხადებს, რომ ბოლო დღეებში ადგილი აქვს დევნილების მიერ შენობებში უკანონოდ შეჭრისა და ფართების თვითნებურად დაკავების ფაქტებს. სწორედ ამიტომ ის მიმართავს დევნილებს გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ უკანონო ქმედებებისგან. მისივე მტკიცებით, დევნილთა განსახლება მიმდინარეობს სტრატეგიის შესაბამისად, თუმცა რადიო თავისუფლების კითხვაზე, თუ როდის დაკმაყოფილდებიან საცხოვრებელი ფართებით შენობაში უკანონოდ შეჭრილი დევნილები, მას კონკრეტული პასუხი არ აქვს:
”დევნილთა პრობლემების გადაჭრა, მათი განსახლების პროგრამა ხორციელდება სახელმწიფო სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის მიხედვით. სწორედ იმ გეგმის მიხედვით მოხდება მათი განსახლება. ამ შემთხვევაში კონკრეტულად უნდა შევისწავლოთ ეს დევნილები. ამის შესაძლებლობა ჩვენ აქამდე არ გვქონდა”, - ამბობს ვალერი კოპალეიშვილი.
ამის შესახებ თქვენგან მესმის პირველად. ქვეყანაში არსებობს მექანიზმები, ინსტიტუტები, მიმართონ შესაბამის ორგანოებს. ყველა ადამიანი, ვინც კანონს არღვევს, უნდა დაისაჯოს...ვალერი კოპალეიშვილი