ბოშები საქართველოში
Your browser doesn’t support HTML5
ბოშათა ჯგუფები საქართველოში პირველად ორი საუკუნის წინ გამოჩნდნენ,
თუმცა დღეს ეს ერთ-ერთი ყველაზე მარგინალური ჯგუფია, რომლის შესახებ
არაერთი ლეგენდა შეიქმნა. ბოშების ეშინიათ, ბოშებს გაურბიან, თუმცა მათ
სიმღერებს სიამოვნებით უსმენენ და ფილმებს ბოშების შესახებ სიამოვნებით
უყურებენ. "წითელ ზონაში" ბოშათა თემის წარმომადგენელი ელენე პროშიკიანი
გვეტყვის, რა არის სიმართლე ამ ლეგენდებში და როგორ ცხოვრობენ ბოშები
დღევანდელ საქართველოში.