17 მაისს, ჰომოფობიის მსოფლიო დღეს, სხვებთან ერთად პროტესტით ქუჩაში გავიდნენ ტრანსგენდერი ადამიანები - შესაძლებელია, ყველაზე დაუცველი ადამიანები არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ტრანსგენდერ ქალებს კვლავ კლავენ, ხოლო ყვითელი მედიისთვის ეს თემა კვლავაც მოგებიანად რჩება. „წითელი ზონის“ სტუმარია ნინო ბოლქვაძე, იურისტი, ადამიანი, რომელიც რამდენიმე წელია ეხმარება ტრანსგენდერ ქალებს საქართველოში, რათა თავი დაიცვან საშინელი ძალადობისგან.