ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა და სამოქალაქო აქტივიზმი

Your browser doesn’t support HTML5

ნარკოპოლიტიკაზე და ნარკოტიკზე დამოკიდებულ ადამიანებზე „წითელ ზონაში“ არაერთხელ გვისაუბრია. ჩვენი სტუმრები მუდმივად აღნიშნავდნენ, რომ ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის პირობებში, ყველაფერთან ერთად, ნარკოტიკზე დამოკიდებულებისგან განთავისუფლებაც რთულია. ასეთ პირობებში სამოქალაქო აქტივიზმი ბევრი იმ ადამიანის სიცოცხლის აზრი ხდება, რომლებიც თავის დროზე სწორედ ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის მსხვერპლნი გახდნენ. ერთ-ერთია „წითელი ზონის“ მორიგი გადაცემის სტუმარი თემო ხატიაშვილი.