„შტაზი“ - ორუელის სისტემა „ანტიფაშისტურ ქვეყანაში“
Your browser doesn’t support HTML5
აღმოსავლეთ გერმანიის უშიშროების სამსახურის - იმავე ”შტაზის” - დოკუმენტების ნახვის შემდეგ გადაუჭარბებელი იქნება, თუ ვიტყვით, რომ კომუნისტურ გერმანიაში იქმნებოდა საყოველთაო თვალთვალისა და მოსმენის ორუელისებური სისტემა. ბერლინში ჩაწერილი ამ გადაცემის პირველ ნაწილში გიამბობთ „შტაზის“ შექმნის მიზეზებზე, უშიშროების სამსახურის მუშაობის თავისებურებებსა და იმ ადამიანებზე, რომელთა ცხოვრება „შტაზის“ აგენტებმა ჯოჯოხეთად აქციეს.