მხიარული აქციები

Your browser doesn’t support HTML5

ჯერჯერობით არავის შეუსწავლია საქართველოში ჩატარებული საპროტესტო აქციების დრამატურგია, სტილი - რომელი სიტყვა ისმოდა ყველაზე ხშირად აქციაზე: “გაუმარჯოს!”, “ძირს!”, “ქართველო ხალხო!”... და მაინც, ფაქტია, რომ საპროტესტო აქციებში გაჩნდა იუმორი, ირონია და თვითირონია. სხვა საქმეა, რამდენად ეფექტიანია პროტესტის გამოხატვის ასეთი ფორმა. “მხიარული აქციები” - ასე დავარქვით დღევანდელ სიუჟეტს, რომლითაც იხსნება “წითელი ზონის” ახალი სეზონი. ხელოვნებათმცოდნე თამუნა ამაშუკელს, „თბილისის ჰამქრის“ აქტივისტს, გიორგი გვახარია ესაუბრა თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე, იქ, სადაც კვირაში ერთხელ იმართება აქცია „გუდიაშვილის ბაღში დაგელოდები” - მხიარული აქცია გლინტვეინით და გამოფენებით.