ოლიმპიადის ბოიკოტს საქართველოში მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც, თუმცა დისკუსიის დროს, - უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა საქართველომ ოლიმპიადაში, - ძირითადად მაინც დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას იხსენებენ და იშვიათად გვიამბობენ ბოიკოტის ისტორიაზე. როდის და ვინ გამოუცხადა ბოიკოტი ოლიმპიადას, რა კავშირი აქვს სპორტს პოლიტიკასთან? ამ თემებზე საუბრობს გოგი გვახარია გოგი თუშმალიშვილთან ერთად ჩვენს ყოველკვირეულ გადაცემაში.