გაზეთი ისტორიული კატაკლიზმების ფონზე

Your browser doesn’t support HTML5

“7 დღე” ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი გაზეთია საქართველოში. გაზეთის ჟურნალისტებმა დამოუკიდებლობა საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდში, სამოქალაქო ომის, ეკონომიკური კრიზისის დროს შეინარჩუნეს. შესაძლებელია, სწორედ ამიტომ განიცდიდა “7 დღე” თავდასხმებს განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, განსაკუთრებით 90-იანი წლების დასაწყისში. “წითელი ზონის” სტუმარი, გაზეთის ყოფილი რედაქტორი, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე “7 დღის” ისტორიას იხსენებს.