“წითელი ზონის” მორიგი გამოშვება ცხოველთა უფლებების დაცვას ეძღვნება. გადაცემის სტუმრის, ფსიქოლოგ თინათინის ჭავჭანიძის თქმით, საქართველოში ამ მხრივ მდგომარეობა კატასტროფულია: კვლავ გრძელდება უპატრონო ძაღლებზე ნადირობა, კვლავ ეწყობა ძაღლების ორთაბრძოლა, კვლავ აწვალებენ ცხოველებს... საზოგადოება ხშირად გულგრილია ცხოველთა დაცვის პრობლემების მიმართ. იმასაც ამბობენ, რომ ცხოველს არ შეიძლება ჰქონდეს “უფლება.”