სტალინიზმი და ნაციონალიზმი

Your browser doesn’t support HTML5

ჩვენი მორიგი გადაცემა გორში, სტალინის მუზეუმშია ჩაწერილი. გადაცემის სტუმარი, ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე საუბრობს ქართული ნაციონალიზმის დაბადებაზე საბჭოთა ეპოქაში, კერძოდ, სტალინის მმართველობის წლებში; დავით აღმაშენებლის კულტზე, რომელიც, გადაცემის სტუმრის აზრით, სტალინმა დაამკვიდრა, რადგან სწორედ დავით აღმაშენებელი იყო მისი თვითიდენტიფიკაციის ფიგურა. გადაცემაში საუბარია აგრეთვე სტალინური ინტერნაციონალიზმისა და სტალინური ნაციონალიზმის კავშირზე, როგორც ამ ეპოქის კიდევ ერთ პარადოქსზე.