“წითელი ზონის” მორიგ გადაცემაში სექტემბრის თვეს დავუბრუნდებით და ვისაუბრებთ სტუდენტურ მოძრაობაზე, რომელმაც მნიშვნელოვნად იმოქმედა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე. გადაცემის სტუმრები, ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები, თორნიკე ჭუმბურიძე და თაკო კაკაბაძე გაიხსენებენ ერთი თვის წინ მომხდარ მოვლენებს, სტუდენტურ მანიფესტაციებს დევიზით “სისტემა უნდა დაინგრეს”, ისაუბრებენ სტუდენტური პროტესტის სხვა ფორმებზეც.