„ბარაბას გზად“ შერაცხული სოციალ-დემოკრატია

Your browser doesn’t support HTML5

რატომ უწოდა ზვიად გამსახურდიამ სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას „ბარაბას გზა“? როგორ ავხსნათ 1918-21 წლების საქართველოს მიღწევები და ნოე ჟორდანიას ხელისუფლების მწვავე კრიტიკა, რომელსაც განუწყვეტლივ მიმართავდნენ ისტორიკოსები, პოლიტიკოსები? რატომ დაბრალდათ ილია ჭავჭავაძის მკვლელობა სოციალ-დემოკრატებს? „წითელი ზონის“ მორიგ გამოშვებაში ამ კითხვებს უპასუხებს ილიას უნივერსიტეტის მაგისტრანტი სანდრო ქავთარაძე, ხოლო სოციალ-დემოკრატიული პარტიის დღევანდელ სახეს წარმოგვიდგენს პარტიის წევრი ბექა ნაცვლიშვილი. გადაცემას გიორგი გვახარია უძღვება.