„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ზუგდიდის ოფისმა მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები შეაჯამა და მედიის წარმომადგენლებს გააცნო. „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ შეკრებილ ჟურნალისტებს უკვე განხორციელებულ პროექტებთან ერთად „წითელი ჯვრის“ კომიტეტის მიმდინარე პროექტებიც წარედგინა.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების დახმარება, უფასო ფსიქოსოციალური და იურიდიული კონსულტაციები, დაკარგული პირების ძებნა, ეკონომიკის უსაფრთხოების ინიციატივები, ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე მომხდარი ინციდენტების შესახებ ინფორმაციების შეგროვება, კონფლიქტით გახლეჩილი ოჯახების შეერთება - ეს ის ძირითადი საქმიანობებია, რომელსაც ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისი ახორციელებს.
„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ზუგდიდის ოფისის უფროსის ასისტენტი ინგა შონია აცხადებს, რომ 2012 წელს მათ სამ გვამს ჩაუტარეს ექსჰუმაცია და ისინი საკუთარ ოჯახებს გადასცეს.
„საკოორდინაციო შეხვედრა მოეწყო აფხაზურ და ქართულ მხარესთან. წინასწარ ვაგროვებთ ინფორმაციებს, გვაქვს კითხვარები, ამაზე მუშაობენ „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის მოხალისეები. ხდება აღწერა, თუ როგორი თვალი, ცხვირი და ა.შ. ჰქონდა დაკარგულ პიროვნებას. ამას ყველაფერს აღვწერთ და შემდეგ ხდება ამ პიროვნების მოძიება“, – ამბობს ინგა შონია.
მისივე განმარტებით, „წითელი ჯვარი“ საზღვრისპირა ინციდენტების შესახებ თავის მიერ მოპოვებულ მასალებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცემს, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ დაზარალებულს თავად სურს ინფორმაციის გახმაურება. ინგა შონიას თქმით, ხშირია ე.წ. საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის, გაუჩინარების, გატაცების, მკვლელობის შემთხვევები.
„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ეკონომიკური უსაფრთხოების განყოფილების საველე ოფიცრის ჯანელ როგავას თქმით, ორგანიზაცია აპირებს განახორციელოს პროექტი „ერთი თბილი ოთახი“, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 40-50 კოლექტიურ ცენტრებში ჩასახლებულ ან ინდივიდუალურ ოჯახს თითო ოთახს მოუწყობენ. თითოეულ ოჯახზე 720 ლარია განსაზღვრული.
„2013 წელს განხორციელდება ეს პროექტი და გასტანს 3-4 თვეს. დევნილი ოჯახების შერჩევის კრიტერიუმებზე საუბრისას, პირველ რიგში, ვითვალისწინებთ იმ კოლექტიურ ცენტრებს, რომლებიდანაც უახლოეს მომავალში არ იგეგმება განსახლება. მოხდება ოჯახების შერჩევა, გასაუბრება. ასევე განმსაზღვრელი იქნება ოჯახებში სოციალური ვითარება. მოხდება იმდენი ოჯახის დაფინანსება, რამდენსაც ჩვენი ბიუჯეტი გასწვდება“, – აღნიშნა ჯანელ როგავამ.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს ორგანიზაციამ დასავლეთ საქართველოში 380 ოჯახს გადასცა 1700-1700 ლარი მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად. მათგან 200-ზე მეტი სამეგრელოში მცხოვრები ოჯახია. მისივე განმარტებით, დაფინანსებული პროექტების 47%-ს მეცხოველეობა წარმოადგენს. ასევე ხშირია მომართვა ვაჭრობის, ხელობის და აგროსაქმიანობის საწარმოებლად საჭირო თანხის მისაღებად.