საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 729 635 კაცი შეადგინა, რაც 2002 წლის აღწერის შედეგთან შედარებით 14, 7 პროცენტით ნაკლებია. კლება ძირითადად სოფლის მოსახლეობაზე აისახა - ამ თემას შეეხება დღევანდელი „რეგიონული მაცნე“, რომელსაც ნონა მჭედლიშვილი უძღვება. მოისმინეთ სიუჟეტები ზუგდიდიდან, ქუთაისიდან, ლაგოდეხიდან და ადიგენიდან.