რას ნიშნავს რეაბილიტაცია?

Your browser doesn’t support HTML5

სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელსაც ბერი ანდრიას ფონდი აფინანსებს, იმ ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც სიმსივნეს ებრძვიან. აქ რეგიონებიდან ჩამოსული მოზარდები მშობლებთან ერთად ცხოვრობენ, განსაკუთრებით ისინი, ვისთვისაც თბილისში ბინის დაქირავება პრობლემაა. ცენტრში ბენეფიციარები იღებენ არა მხოლოდ მატერიალურ, არამედ მორალურ მხარდაჭერასაც. ბავშვები და მათი მშობლები სხვადასხვა ნივთებსაც კი ამზადებენ, რათა შემოსული თანხით ხელი შეუწყონ ცენტრის საქმიანობას.