სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელსაც ბერი ანდრიას ფონდი აფინანსებს, იმ ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც სიმსივნეს ებრძვიან. აქ რეგიონებიდან ჩამოსული მოზარდები მშობლებთან ერთად ცხოვრობენ, განსაკუთრებით ისინი, ვისთვისაც თბილისში ბინის დაქირავება პრობლემაა.