მიმდინარე წლის 11 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელიც მუშაობას თებერვლის ბოლომდე დაიწყებს. დეპარტამენტის 10 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსია გამოცხადებული, მისი ფუნქციების შესახებ ინფორმაცია კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაინტერესებულ საზოგადოებას საგანგებო პრეზენტაციაზე მიაწოდა.