საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ჩერნოგორიის პარლამენტის თავმჯდომარე რანკო კრივოკაპიჩი, რომელიც შეხვედრებს მართავს საქართველოს ხელისუფლების, ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. 16 ივნისს - პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ - გამართულ ბრიფინგზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიდან 50-ზე მეტი დეპუტატისგან შემდგარი სადამკვირვებლო მისია ჩამოვა, რომელიც არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს. დავით უსუფაშვილისა და რანკო კრივოკაპიჩის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოში ეუთოს მისიის სრულფასოვან აღდგენასაც შეეხებოდა.
„ისევე როგორც წინა წლებში, წელსაც მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები ეუთოს სადამკვირვებლო მისიის კვალიფიციური ყურადღებისა და დაკვირვების ფონზე ჩაივლის“, - განაცხადა 16 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ჩერნოგორიის პარლამენტის თავმჯდომარე რანკო კრივოკაპიჩთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეუთო ადეკვატურად აფასებს საქართველოში 2008 წელს განვითარებულ მოვლენებს:
„ეუთოს წევრი ქვეყნები, გარდა ერთი ქვეყნისა, და ვიცით, რომელია ეს ქვეყანა, იზიარებენ პოზიციას, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და არც ერთი სახელმწიფო არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ბუნებრივია, ეს არის ორგანიზციის ძალიან მკაფიო პოზიციაც. სწორედ ეს ფქტორი არის დაბრკოლება იმისა, რომ საქართველოში 2008 წლიდან ვეღარ ფუნქციონირებს ეუთოს სრულფასოვანი მისია და წარმომადგენლობა და მას ეწინააღმდეგება რუსეთი. ჩვენ, საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც ეუთოს, როგორც ორგანიზაციის, ერთ-ერთი კომპონენტია, შევთანხმდით, რომ კიდევ მეტს ვიმუშავებთ და ვიფიქრებთ იმაზე, თუ რა გზები შეიძლება გამოინახოს იმისათვის, რომ ამ ორგანიზაციამ თავისი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოს საქართველოში ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“.
თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რანკო კრივოკაპიჩმა აღნიშნა, რომ საქართველოში ეუთოს მისია უკვე მეცხრედ დააკვირდება არჩევნებს. ის მომსწრეა იმ პროგრესისა, რომელსაც ქვეყანა ამ თვალსაზრისით წლიდან წლამდე აღწევდა. ამჯერადაც საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები საქართველოში საკმაოდ ძლიერი გუნდით ჩამოვლენ:
„საპარლამენტო ასამბლეა - ძალიან ძლიერი სადამკვირვებლო ჯგუფით - მომავალ არჩევნებზე კვლავაც თქვენს გვერდით იქნება. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს ეწვევა 50-ზე მეტი პარლამენტარით დაკომპლექტებული ჯგუფი. მათგან ბევრი ცნობილი დეპუტატია, რომლებიც ადრეც ყოფილან საქართველოში და კარგად იცნობენ აქაურ საარჩევნო პროცესსაც. დარწმუნებული ვარ, რომ მათთან ერთად, საქართველო წარმატებით გაივლის იმ პროცესს, რომელიც იქნება კიდევ ერთი დასტური დემოკრატიის არსებობისა თქვენს ქვეყანაში“.
ცხადია, მედიის მთავარი კითხვა ისევ და ისევ შეეხებოდა ეუთოს მისიის აღდგენას საქართველოში. ამ კითხვაზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი პრეზიდენტის პასუხი ის გახლდათ, რომ ეს საკითხი მუდმივად დაისმის ყველა შეხვედრაზე და საპარლამენტო ასამბლეა მტკიცედ მოითხოვს საქართველოში ეუთოს სრულფასოვანი მისიის დაბრუნებას. რანკო კრივოკაპიჩის განცხადებით, გარდა პოლიტიკური მხარდაჭერისა, დღის წესრიგში დგას ქვეყნისათვის ფინანსური მხარდაჭერის საკითხიც. ამ უკანასკნელ ფაქტორს მაღალი დონის მხარდაჭერად აფასებს დავით უსუფაშვილი და იმედოვნებს, რომ საპარლამენტო ასამბლეა სწორედ ასეთ პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რასაც მოელის კიდეც საქართველო.
პარლამენტის თავმჯდომარესთნ შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო ეუთოს ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის რამდენიმე წარმომდგენელსაც შეხვდა. პარლამენტის უმრავლესობის წევრის ზურაბ აბაშიძის თქმით, მათ კრივოკაპიჩს დეტალურად გააცნეს საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყანაში შექმნილი ვითარება:
„ჩვენ მას ვუთხარით, თუ როგორ რადიკალურად არის შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობა, ასევე როგორი თანაბარია გარემო ყველა საარჩევნო კანდიდატისთვის და რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დიდი ამბიცია აქვს დღევანდელ ხელისუფლებას, რასაც თავად კრივოკაპიჩიც მიესალმა. რაც შეეხება ეუთოს მისიის აღდგენას, ეს საკითხი რჩება მთავარ ქვაკუთხედად ჩვენს ურთიერთობაში და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ამ მხრივაც იქნება სიახლე“.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახალ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოსა და ეუთოს ურთიერთობაში მთავარ საკითხად ეუთოს მისიის აღდგენის საკითხი რჩება.
„ჩვენ ყველა რეზოლუციაში ავსახავდით საქართველოს ამ მოთხოვნას, ოღონდ ერთი პირობით, რომ მისიის მუშაობა უნდა გავრცელებულიყო მთელი საქართველოს მასშტაბით და არა მხოლოდ ცალკეულ ადგილებში“.
მეორე და მთავარი თემა დემოკრატიის განვითარებასა და მოახლოებულ საპრეზიდნეტო არჩევნებს ეხებოდა. უმრავლესობის წევრებისგან განსხვავებით, გიგი წერეთელი ამბობს, რომ მაშინ როდესაც ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივანი ციხეში ზის, დემოკრატიაზე საუბარი ნაადრევია:
რანკო კრივოკაპიჩის ვიზიტი საქართველოში სამ დღეს გასტანს. ამ ხნის განმავლობაში ის შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და პრეზიდენტობის კანდიდატებს.

ჩვენ ყველა რეზოლუციაში ავსახავდით საქართველოს ამ მოთხოვნას, ოღონდ ერთი პირობით, რომ მისიის მუშაობა უნდა გავრცელებულიყო მთელი საქართველოს მასშტაბით და არა მხოლოდ ცალკეულ ადგილებში...გიგი წერეთელი