ჯილეხი: რამდენად უსაფრთხოა საქონლის ხორცი?
Your browser doesn’t support HTML5
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჯილეხით გარდაიცვალა მამაკაცი. ეს სნეულება, როგორც წესი, ადამიანზე გადადის დაავადებული საქონლიდან. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამჯერად, ჯილეხის კერებს დეზინფექცია გაუკეთდა, ცხოველებს კი იძულებითი ვაქცინაცია უტარდებათ. ექსპერტები გარევაჭრობის გამკაცრების მნიშვნელობაზე მიუთითებენ.