საქართველოში მოქმედი ჰიდროენერგეტიკული ოპარატორის, „ენერგო პრო ჯორჯიის“ ხელმძღვანელთა ბოლოდროინდელი განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, გამორიცხული არ არის, მიმდინარე წლის ბოლოსთვის გაიზარდოს ელექტროენერგიის საფასური. ჩვენ დავინტერესდით, რამდენად მისაღებია თბილისელებისთვის ელექტროენერგიის არსებული ტარიფი.