რამდენად ხელმისაწვდომია ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება?
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოში ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების შემდეგ მოქალაქეების დიდი ნაწილი თანაგადახდით ან საფასურის გადახდის გარეშე იღებს სამედიცინო მომსახურებას, თუმცა კვლავინდებურად ძვირი ჯდება მედიკამენტების შეძენა და ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება. ასევე პრობლემაა, სამედიცინო მომსახურების ხარისხი.