თბილისი მცდარი სეისმური კოდებით
Your browser doesn’t support HTML5
სეისმურად რამდენად მდგრადია სახლი, რომელშიც ცხოვრობთ? - ამ კითხვას ქალაქის სეისმური საშიშროების რუკასთან მივყავართ, რადგან სწორედ ამ რუკის მიხედვით იგება შენობის კონსტრუქცია. ეს რუკა კი თბილისს რამდენჯერმე აქვს შეცვლილი. დედაქალაქი შენდებოდა ჯერ საბჭოთა სეისმური რუკის, შემდეგ 90-იანი წლების და, ბოლოს, 2009 წლის სეისმური რუკის მიხედვით. თუმცა, ყველა ეს რუკა მცდარი იყო. საბჭოთა რუკა ყოველთვის ნაკლებ ბალზე აფასებდა თბილისს, ხოლო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რუკისთვის მოძველებული სიდიდეები იყო გამოყენებული. რაც შეეხება მოქმედი სეისმური საშიშროების რუკას, ექსპერტების რეკომენდაციებით, ის საფუძვლიან ხელახალ გაანგარიშებას საჭიროებს.