კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ჯგუფი ახალციხის ციხესიმაგრეში არსებულ ვითარებას სწავლობს. დამკვირვებლებმა ისტორიული კომპლექსის ტერიტორია სხვადასხვა მიმართულებით დაათვალიერეს. ხარვეზების გამოსწორებას თურქული მხარეც ითხოვს. პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მეჩეთიდან ქრისტიანული სიმბოლიკის მქონე ქვების გამოტანას, მოსაპირკეთებელი მასალისა და სადრენაჟე სისტემის შემოწმებას მოითხოვს. აღნიშნულ საკითხებში გასარკვევად კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა ციხის ტერიტორია ადგილობრივი ხელისუფლების წევრებსა და სასულიერო პირებთან ერთად დაათვალიერეს. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ციხის რეაბილიტაციის დროს ბევრი ხარვეზი გამოიკვეთა, – განაცხადა ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ ოლეგ სანდროშვილმა.
იმას, რომ რაბათში მეჩეთიდან ჯვრის გამოსახულებიანი ქვების გამოტანა იგეგმება, ახალციხის ციხის დირექტორი უარყოფს. მისი თქმით, ისტორიულ კომპლექსში სხვაგვარი ცვლილებები იგეგმება. გუჯა ბიჭაშვილი ირწმუნება, რომ ციხეში კედლები დაიბზარა, ცალკეულ შენობებში კი წვიმა ჩამოვიდა. სამუშაოებიც ამ მიმართულებით ჩატარდება. ამ დაზიანებებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანამშრომლებიც გაეცნენ, – აცხადებს გუჯა ბიჭაშვილი.
ახალციხის ციხეში არსებულ დაზიანებებზე საუბრობს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე. გელა დემეტრაძე, რომელიც ციხის რეაბილიტაციის პერიოდში მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო, აღნიშნავს, რომ კომპლექსის რესტავრაცია დაჩქარებულად მოხდა, ამიტომ შესაძლოა ამ ეტაპზე გარკვეული დაზიანებები აღინიშნებოდეს. თუმცა იქვე ამატებს, რომ ხარვეზები უმნიშვნელოა და მათი გამოსწორება ხელშეკრულებაში გათვალისწინებული გარანტიით ადვილი შესაძლებელია.
ახალციხის ციხეში არსებული მდგომარეობის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მრგვალი მაგიდა იმართება. შეხვედრაზე ის საკითხები განიხილება, როლებიც სამინისტროსგან წარმოგზავნილმა ჯგუფმა რაბათში შეისწავლა. ისტორიულ ციხეში არსებულ მდგომარეობასა და ხარვეზებზე არქიტექტორები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები იმსჯელებენ.