ხუთშაბათს საღამოს ახალციხეში გაიხსნა აღდგენილი რაბათის ციხე და სახალხო სეირნობა გაიმართა. მოეწყო თეატრალური წარმოდგენები და კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ცნობილმა ფრანგმა მომღერალმა, შარლ აზნავურმა. რაბათის ციხის ტერიტორიაზე აზნავურის ვარსკვლავი გაიხსნა.