ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უცხოეთის ავტორიტეტიანმა გამოცემებმა რამდენიმე სტატია მიუღძვნეს თბილისსა და მის კლუბებს. ერთმა გაზეთმა თბილისს „ახალი ბერლინიც“ კი უწოდა. კლუბების მეპატრონეთა თქმით, თავიანთი საქმიანობით ისინი ხელს უწყობენ ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან მინიმალურ ხელშეწყობასაც ვერ ხედავენ. რა ხდება თბილისის კლუბებში დღეს და რა არის საჭირო იმისთვის, რომ გართობა-დასვენების ეს სფერო კიდევ უფრო განვითარდეს?