მეოთხე დღეა, ბორჯომის ხეობაში ტყის ხანძარი მწვანე ნარგავებს ანადგურებს, თუმცა, სამაშველო ძალების სრული მობილიზების პირობებშიც კი, ხანძრის სრული ლიკვიდაცია ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. რამ გამოიწვია სტიქია, რატომ ვერ მოხერხდა მისი დროული ლოკალიზება და რა ხარვეზები გამოჩნდა კრიზისის მართვაში? ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ ნონა მჭედლიშვილმა რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდასთან მიიწვია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, კარლო ამირგულაშვილი და “კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“(CENN) გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორი, რეზო გეთიაშვილი.
Your browser doesn’t support HTML5