რა იცით 1991 წლის პუტჩის შესახებ?

Your browser doesn’t support HTML5

25 წლის წინ, 1991 წლის აგვისტოში, მოსკოვში პრეზიდენტ მიხაილ გორბაჩოვის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალება მოაწყვეს. საბჭოთა კავშირის კომუნისტირი პარტიის წარმომადგენლები შეეცადნენ, მმართველობა ხელში ჩაეგდოთ და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი გენადი იანაევი გამოაცხადეს. გადატრიალების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. თუ როგორ ახსოვთ 25 წლის წინანდელი მოვლენები, ამასთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებამ გამოკითხვა მოაწყო თბილისის ქუჩებში.