ქუთაისში ფუნქციონირებს ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი, რომელშიც სამასამდე მაწანწალა და მიუსაფარი ძაღლია. თავშესაფარში ხორციელდება ლეკვების გასხვისების პროგრამაც, რომლითაც ნებისმიერ მოქალაქეს სრულიად უსასყიდლოდ შეუძლია ისარგებლოს და ჯანმრთელი ლეკვი წაიყვანოს შინ.