ქალთა უფლებების დამცველებმა 8 მარტი აღნიშნეს

Your browser doesn’t support HTML5

8 მარტს ქალთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა თბილისში აქცია გამართეს ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. მათ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს და ქალთა შრომითი უფლებების დაცვა მოითხოვეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქალს საქართველოში კაცზე ნაკლები ხელფასი აქვს, ვერ სარგებლობს დეკრეტული შვებულებით და ასევე შევიწროებულია სამსახურში. აქციის მონაწილეებმა ქალაქში მსვლელობა გამართეს და პარლამენტში ქალებისთვის კვოტების დაშვება მოითხოვეს.