ქალისა და მამაკაცის კონსტიტუციური ერთობა
Your browser doesn’t support HTML5
კონსტიტუციაში ქორწინება განისაზღვრება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც წარმოადგინა საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის ის ნაწილი, რომელიც ადამიანის ძირითად უფლებებს შეეხება. კობახიძის განცხადებით, ამ ჩანაწერის მიზანია, რომ გარკვეულ ჯგუფებს ჰომოფობიური და ანტიდასავლური განწყობების გაღვივების საშუალება არ მიეცეთ. ამგვარი ინიციატივა, რომელიც სოციალური ჯგუფების მხრიდან არ მომდინარეობდა და კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს წარმოადგენდა, ვერ მოემსახურება ჰომოფობიური განწყობებისგან დაცვას, მიიჩნევენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.