27 ოქტომბერს „თავისუფლების დილის“ სტუმარი იყო ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს პროგრამების კოორდინატორი თამარ ანთიძე.
27-29 ოქტომბერს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო, გოეთეს ინსტიტუტთან და DVV International-თან თანამშრომლობით, მართავს მწვანე ფორუმს თემაზე: - ქალაქიდა მოქალაქეები ურბანული პოლიტიკის ლაბირინთებში.
როგორია დღეს თბილისისურბანული პოლიტიკა, თუ აქვს რაიმე სახის ჩამოყალიბებული სპეციფიკა დარამდენად ჩართულები არიან ამ პოლიტიკის შექმნაში ან განხილვაში მოქალაქეები; რა მიღწევები აქვს სამოქალაქო აქტივიზმს და რამდენად კოორდინირებულია აქტიური მოქალაქეების ქმედებები; როგორია გადაწყვეტილების მიმღებ პირთა რეაქციები საჯარო დისკუსიებსა და ფორუმებზე განხილული საკითხების მიმართ - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.
Your browser doesn’t support HTML5