პულიცერის პრემია

გადაცემა „ლიტერატურული წახნაგები“ რუბრიკით „პრემია“ გთავაზობთ საუბარს ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ ლიტერატურულ და პუბლიცისტურ პრემიაზე, რომელსაც დამფუძნებლის, უნგრული წარმოშობის ცნობილი ამერიკელი გამომცემლის, ე.წ. ყვითელი“ ჟურნალისტიკის მამის, ჯოზეფ პულიცერის გვარის მიხედვით პულიცერის პრემია ეწოდება. ვინ და როდის მიიღო პულიცერის პრემია, როგორია მისი გაცემის ინტენსივობა და მექანიზმი, ვისი შემოქმედება დაფასდა განსაკუთრებულად, პულიცერის პრემიის რომელი ლაურეატები გახდნენ ნობელიატები — ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.