პროზელიტიზმი ქართულ სკოლებში

Your browser doesn’t support HTML5

საჯარო სკოლებში რელიგიის სწავლება, როგორც საგნისა, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არ არის. მიუხედავად ამისა, ხშირად ვხდებით იმის მოწმენი, რომ მართლმადიდებელი მასწავლებელი თავს მოვალედ მიიჩნევს, მიმართოს მართლმადიდებლურ სწავლებას, მაგალითად, ასწავლოს ბავშვებს ქართული ლიტერატურა „მართლმადიდებლის თვალით“, დაუშვას ლოცვა გაკვეთილზე და ა.შ. გამოდის, რომ საქართველოს სკოლებში რელიგია, შეიძლება ითქვას, სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი გახდა, თუმცა კანონით ეს აკრძალულია.

ლინა ღვინიანიძე, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანამშრომელი, „წითელი ზონის“ მორიგ გამოშვებაში ისაუბრებს თემაზე „პროზელიტიზმი ქართულ სკოლაში“ და გაიხსენებს კანონის დარღვევის კონკრეტულ შემთხვევებს. გადაცემას გიორგი გვახარია უძღვება.