სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის გადაწყვეტილებით, ამ უწყების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ კალმახელიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის რამდენიმე პირი, რომელიც შსს-სა და "მაესტროს" მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ფიგურირებს, დაკავებულია, რამდენიმეზე კი ძებნაა გამოცხადებული. სამშაბათს საღამოს გავრცელებულ ვიდეოკადრებზე აღბეჭდილია საპყრობილეში პატიმრების გაუპატიურებისა და წამების ფაქტები.
საქართველოს სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მოუწოდებს, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებში მონაწილე ყველა დამნაშავე პირი. ომბუდსმენ გიორგი ტუღუშის ეს მოწოდება მოჰყვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ დაიწყო გამოძიება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზოგი თანამშრომლის მიერ პატიმრებისადმი დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე.
შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ „მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმირ ბედუკაძე (ის 2012 წლის მაისში დაითხოვეს) და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი ახორციელებდა პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, რასაც იღებდნენ ვიდეოფირზე“. საქართველოს ტელეარხებმა 18 სექტემბერს, საღამოს აჩვენეს ციხეში ცემის შემთხვევების ამსახველი კადრები. შსს-ს განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ პატიმრებს სცემდნენ და ამას ვიდეოფირზე იღებდნენ სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, რომელსაც მათ სთავაზობდა მე-8 საპყრობილეშივე მყოფი პატიმარი, თამაზ თამაზაშვილი.
ომბუდსმენი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება ყოველთვის გამოირჩეოდა პატიმართა უფლებების უგულებელყოფისა და დარღვევის სიმრავლით.
სამშაბათსვე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა, ხათუნა კალმახელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში პენიტენციურ სისტემაში ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ ვიდეოკადრები არის "სრულიად შემზარავი" და პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ადასტურებს, რამდენად ბევრია გასაკეთებელი საქართველოში "თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სასჯელაღსრულების სისტემის ჩამოსაყალიბებლად".
კალმახელიძის თქმით, „რამდენიმე კვირაა გვაქვს ინფორმაცია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სიტუაციების შეკვეთას სასჯელაღსრულების სისტემაში, იყო მცდელობა არეულობების შეკვეთის და ა.შ. შესაბამისად, ეს საჭიროებდა შესაბამის რეაგირებას ჩვენი მხრიდან და ჩვენ არასდროს მოვითმენთ ადამიანის უფლებების დარღვევას. მიუხედავად იმისა, თუ რა თანამდებობა უკავია ადამიანს, ყოველთვის გვექნება შესაბამისი რეაგირება კანონის ფარგლებში", - აღნიშნა კალმახელიძემ.