საყოფაცხოვრებო პრობლემები დევნილთა ახალ ბინებში

დევნილთა საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორია

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე ყოფილი საწარმოს, „აისის“, შენობაში 2 წლის წინ შესახლებული დევნილები უხარისხო სარემონტო სამუშაოებისა და ექვსსართულიანი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი მდგომარეობის გამო ჩივიან. შენობის მახლობლად ქვის გადამამუშავებელი საამქროა და საწარმოო ნარჩენი იქვე გორებადაა დაყრილი, რაც, დევნილებისთქმით, ეზოში წვიმის წყალს აგუბებს და შენობის კედლებს ასველებს. პირველ სართულზე ქმარსა და ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად მცხოვრები ელზა ჩოფლიანი ამბობს, რომ ოთახებში ნესტის გამოსაშრობად ფანჯარასაც ვერ აღებს, რადგან ქვის გადამამუშავებელი საწარმო ფანჯრებიდან რამდენიმე მეტრშია და ხმაური და მტვერი გაუსაძლის პირობებს ქმნის:

„მზე ჩვენს ფანჯრებს არ ხვდება. ფანჯარას ვერ ვაღებთ, როცა საამქროში მუშაობენ, საშინელი ხმა შემოდის, რითაც ბავშვები ძალიან წუხდებიან და ამიტომ ფანჯრები დაკეტილი გვაქვს. საშინელი სუნი დგება სინესტის და ცუდ მდგომარეობაში ვართ. კედლებთან სულ წყლის გუბეებია. წვიმს თუ არ წვიმს, მნიშვნელობა არა აქვს, არ შრება წყალი“.

დევნილთა საცხოვრებელი ქუთაისში

საცხოვრებელ ოთახებში კედლების სისველესა და ნესტს კორპუსის პირველ სართულზე მცხოვრები ყველა ოჯახი უჩივის. დევნილები უკმაყოფილებას გამოთქვამენ უხარისხო სარემონტო სამუშაოების გამოც. მათი ინფორმაციით, ბინების საკუთრებაში გადაცემის შემდეგ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება თავად დაევალათ:

„ბინის მიღებისთანავე იჩინა ამ ყველა პრობლემამ თავი, რომლებიც უნდა მოეგვარებია შემსრულებელ კომპანიას. რამდენჯემე მივმართეთ განცხადებით დევნილთა სამინისტროს. სველი წერიტილები უნდა შეეკეთებია და სხვა ყველა ხარვეზი უნდა გამოესწორებია სამუშაოების შემსრულებელს ბინის ჩაბარებიდან 1 წლის განმავლობაში, მაგრამ არავითარი გამოხმაურება არ იყო მათგან. შემდეგ გვითხრეს, რომ ბინების დაკანონების შემდეგ მოაგვარებდნენ ამ პრობლემებს, დაკანონების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომჩვენ კერძო მესაკუთრეები ვართ და უნდა მივხედოთ ჩვენს პირად საკუთრებას“.

დევნილთა საცხოვრებელი ქუთაისში

„იყრება ყველაფერი ნელ-ნელა სირისტისგან, იატაკის ლამინატი უკვე დაზიანდა, ზემოდან წყალი ჩამოგვდის, საძინებელშიც გადავიდა წყალი, კედელი გაიბზარა“.

„წვიმა რომ დაიწყება, შენობის უკან მხარეს, სადაც საწარმოა, კედელი იბჯნება წყლით დაკედლები როგორც გარეთ, ასევე სველია შიგნიდან“.

გრანიტის ქვა იხერხება, რომლის მტვერი საზიანოა ჯანმრთელობისთვის, ასევე გვაწუხებს ხმაური და აქვე დაყრილ ნარჩენებში ზაფხულში დაბუდებული ქვეწარმავლები და მღრღნელები. გაუსაძლისი მდგომარეობაა...

„წლები ველოდებოდით ბინით დაკმაყოფილებას და როგორც კი მოგვცეს, დავთანხმდი. ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ როგორც კი შემოვედით, ხარვეზებმა იჩინა თავი. წყლის გაყვანილობა დაზიანებული იყო, სახურავი – ცუდ მდგომარეობაში, შიგნით გაბზარულია კედლები“.

ნიკეას ქუჩაზე მრავალბინიან კორპუსში მცხოვრებნი ამბობენ, რომ ქვის დამუშავებით გამოწვეული მტვერი და გორებად დაყრილი საწარმოო ნარჩენი მათ საცხოვრებელ პირობებს ამძიმებს:

„გრანიტის ქვა იხერხება, რომლის მტვერი საზიანოა ჯანმრთელობისთვის, ასევე გვაწუხებს ხმაური და აქვე დაყრილ ნარჩენებში ზაფხულში დაბუდებული ქვეწარმავლები და მღრღნელები. გაუსაძლისი მდგომარეობაა“.

დევნილთა საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ წყლის დაგუბების ერთ-ერთ მიზეზად სანიაღვრე სისტემის არარსებობას ასახელებს ნიკეას მაჟორიტარული ოლქის დეპუტატი ქუთაისის საკრებულოში, კახაბერ ბოჭორიშვილი. მისიგანმარტებით, ღვარსადენის მოწყობას ხელს უშლის გადამუშავებული ქვის ნარჩენები და საწარმოს მფლობელთან მიმდინარეობს მოლაპარაკება მის კერძო საკუთრებაში არსებულიტერიტორიის გასაწმენდად:

დევნილთა საცხოვრებელი ქუთაისში

„არის რთული სიტუაცია.ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები ქვის საწარმოს მფლობელთან, რადგან იქ არის ნარჩენი, ინერტული მასალები, რომლებიც ხელს უშლის წყლის გასვლას და გვინდა, რომ ტერიტორია, რომელიც კერძოა, გაიწმინდოს ინერტული მასალისგან და მოვაწყოთ სანიაღვრე სისტემა“.

როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი გიორგი სამთელაძე განმარტავს, ნიკეას 21 ნომერში მდებარე კორპუსის მცხოვრებთა პრობლემები მათთვის ცნობილია და სამმართველომ უკვე მიმართა ადგილობრივ თვითმმართველობას ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად:

დევნილთა საცხოვრებელი ქუთაისში

„ჩვენ მოვთხოვეთ და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ წარმოადგინა პროექტი ქვის საამქროდან შენობის გამიჯვნისთვის და იქ ხმის ჩამხშობი ბარიერის მოსაწყობად. წელს უკვე გათვალისწინებულია ბიუჯეტში თანხა ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის, რომლის ფარგლებში მოეწყობა ბარიერი და ბეტონის საფარით მოპირკეთდება გზა, სადაც აღარ ივლიან მაღალი გამავლობის ტვირთმზიდი ავტომანქანები. გვიან შედგა პროექტი და გასული წლის ბიუჯეტში ვერ მოხერხდა მისი გათვალისწინება“.

გიორგი სამთელაძისავე განცხადებით, ეტაპობრივად მოგვარდება ის პრობლემებიც, რომლებიც შენობაში მცხოვრები ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობებს აუარესებს. ნიკეას 21 ნომერში ყოფილი ელექტროხელსაწყოების საწარმოს, „აისის“, შენობაში 81 დევნილი ოჯახიორი წლის წინ შეასახლეს.