საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ არასამთავრობო ორგანიზაციებს სასტუმრო „რედისონში“ შეხვდა და მათ ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში მრჩეველი სოფიო შამანიდი წარუდგინა. გიორგი მარგველაშვილისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართა.
უხერხულია ტერმინი „უმცირესობა“, რადგანაც ისინი ქმნიან ქართული კულტურის რეალობას, ქართული სახელმწიფოს იმ მრავალფეროვნებას საუკუნეების განმავლობაში, რომელმაც გაამდიდრა ჩვენი ქვეყანა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. გიორგი მარგველაშვილის სიტყვებით, საუბარი შეეხო არა მხოლოდ პრობლემებს,
რომლებიც, მართლაც, არსებობს, არამედ საქართველოს გაძლიერებისა და მშენებლობის პროცესში უმცირესობათა ჩართულობას. გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ არ აპირებს შეხვედრისას წარმოჭრილი პრობლემების დეტალურად განხილვას, თუმცა რამდენიმე მკაფიოდ გამოკვეთილ თემაზე მაინც შეჩერდა:
„არის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია საბჭოთა კავშირის ისტორიასთან, მემკვიდრეობასთან; არის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია იმასთან, თუ რანაირად მიეცეს უფრო მეტი შესაძლებლობა ამ ჯგუფებს თავიანთი კულტურა წარმოაჩინონ ქართულ ერთიან კონტექსტში. არის ხშირად საკითხები, დაკავშირებული ამ ჯგუფების მიგრაციასთან, იმიტომ რომ მათ ქვეყნებში უკეთესი საცხოვრებელი პირობებია. ბევრი საკითხია დეტალურად შესასწავლი, მაგრამ ჩვენ ყველანი შევთანხმდით იმის თაობაზე, რომ საქართველო შედგება უფრო წარმატებულ ქვეყნად, როდესაც მათი კულტურა და მათი იდენტობა უფრო გაიშლება“.
ერთ-ერთი სურვილი, ეთნიკური უმცირესობის მხრიდან გამოთქმული, იყო ის, რომ არსებობდეს საქართველოში ეროვნებათა სახლი, სადაც მათ ექნებათ თავშეყრის საშუალება, ასევე ექნებათ საკვირაო სკოლები, ჩაატარებენ კულტურულ ღონისძიებებს. ამ საკითხის გადაჭრა პრეზდენტის მრჩეველს ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდს მაინცდამაინც რთულ ამოცანად არ ეჩვენება. სოფიო შამანიდი დღეს პრეზიდენტმა ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებს და ამ საკითხებზე მომუშავე 20-მდე არასამათავრობო ორგანიზაციას წარუდგინა. სოფიო შამანიდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თანამედროვე ბერძნული ფილოლოგიის სრული პროფესორია. შეხვედრისას განხილულ პრობლემატურ საკითხებე მან მეტი თქვა, ვიდრე პრეზიდენტმა:
„მაგალითად, ბერძნების შემთხვევაში პრობლემაა ის, რომ მათ სახლებში ეკომიგრანტები არიან შესახლებული და ეს არის ძალიან მწვავე პრობლემა. მათ, ფაქტობრივად, არ აქვთ შესაძლებლობა დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. უმეტესწილად, ეს არის ენის სწავლების პრობლემები და ეს პრობლემა უფრო აქვთ მცირე ეთნოსების წარმომადგენლებს და ეს უფრო მარტივად გადასაწყვეტი პრობლემაა. მე ამ ადამიანებთან მექნება ყოვედღიური ურთიერთობა და ვფიქრობ, ძალიან ბევრ პრობლემას ძალიან სწრაფად გადავჭრით. და კიდევ ერთი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ყველა ერთხმად ითხოვს, არის ის, რომ ჰქონდეთ ეროვნებათა სახლი“.
ეროვნებათა სახლის საკითხი აწუხებს შეხვედრაზე მისულ საქართველოს ოსთა ასოციაციის პრეზიდენტს თენგიზ გაგლოევსაც. მისი თქმით, ასეთი სახლი ბათუმში კი არის, მაგრამ მისი თბილისშიც არსებობა ეთნიკურ უმცირესობებს უკეთ შეუწყობდა ხელს კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში:
„პირველად საქართველოს ისტორიაში, სახელმწიფოს პირველმა პირმა მიგვიღო ჩვენ, ეროვნული უმცირესობები, მოისმინა ჩვენი პრობლემები და, ალბათ, რაღაც იმედები გაუჩნდათ ჩვენს ეროვნულ, ეთნიკურ უმცირესობებს და, რა თქმა უნდა, ეს საქართველოსთვის დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია, იმისკენ, რომ დღეს შენდება ახალი სახელმწიფო და ეს შეხვედრა გვაძლევს იმედს, რომ ჩვენ შევძლებთ ქართველებთან ერთად ცხოვრებას, მუშაობას, როგორც ეს მრავალი წლის განმავლობაში იყო“.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა თქმით, პრობლემები, რომლებიც მათ აწუხებთ, წლების განმავლობაში გროვდებოდა. ახლა თავად ის ფაქტი, რომ პრეზიდენტს შეხვდნენ და ამ პრობლემებზე ღიად საუბრის საშუალება მიეცათ, უკვე შესამჩნევი წინსვლაა.
უხერხულია ტერმინი „უმცირესობა“, რადგანაც ისინი ქმნიან ქართული კულტურის რეალობას, ქართული სახელმწიფოს იმ მრავალფეროვნებას საუკუნეების განმავლობაში, რომელმაც გაამდიდრა ჩვენი ქვეყანა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. გიორგი მარგველაშვილის სიტყვებით, საუბარი შეეხო არა მხოლოდ პრობლემებს,
ბევრი საკითხია დეტალურად შესასწავლი, მაგრამ ჩვენ ყველანი შევთანხმდით იმის თაობაზე, რომ საქართველო შედგება უფრო წარმატებულ ქვეყნად, როდესაც მათი კულტურა და მათი იდენტობა უფრო გაიშლება...გიორგი მარგველაშვილი
„არის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია საბჭოთა კავშირის ისტორიასთან, მემკვიდრეობასთან; არის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია იმასთან, თუ რანაირად მიეცეს უფრო მეტი შესაძლებლობა ამ ჯგუფებს თავიანთი კულტურა წარმოაჩინონ ქართულ ერთიან კონტექსტში. არის ხშირად საკითხები, დაკავშირებული ამ ჯგუფების მიგრაციასთან, იმიტომ რომ მათ ქვეყნებში უკეთესი საცხოვრებელი პირობებია. ბევრი საკითხია დეტალურად შესასწავლი, მაგრამ ჩვენ ყველანი შევთანხმდით იმის თაობაზე, რომ საქართველო შედგება უფრო წარმატებულ ქვეყნად, როდესაც მათი კულტურა და მათი იდენტობა უფრო გაიშლება“.
ერთ-ერთი სურვილი, ეთნიკური უმცირესობის მხრიდან გამოთქმული, იყო ის, რომ არსებობდეს საქართველოში ეროვნებათა სახლი, სადაც მათ ექნებათ თავშეყრის საშუალება, ასევე ექნებათ საკვირაო სკოლები, ჩაატარებენ კულტურულ ღონისძიებებს. ამ საკითხის გადაჭრა პრეზდენტის მრჩეველს ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდს მაინცდამაინც რთულ ამოცანად არ ეჩვენება. სოფიო შამანიდი დღეს პრეზიდენტმა ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებს და ამ საკითხებზე მომუშავე 20-მდე არასამათავრობო ორგანიზაციას წარუდგინა. სოფიო შამანიდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თანამედროვე ბერძნული ფილოლოგიის სრული პროფესორია. შეხვედრისას განხილულ პრობლემატურ საკითხებე მან მეტი თქვა, ვიდრე პრეზიდენტმა:
„მაგალითად, ბერძნების შემთხვევაში პრობლემაა ის, რომ მათ სახლებში ეკომიგრანტები არიან შესახლებული და ეს არის ძალიან მწვავე პრობლემა. მათ, ფაქტობრივად, არ აქვთ შესაძლებლობა დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. უმეტესწილად, ეს არის ენის სწავლების პრობლემები და ეს პრობლემა უფრო აქვთ მცირე ეთნოსების წარმომადგენლებს და ეს უფრო მარტივად გადასაწყვეტი პრობლემაა. მე ამ ადამიანებთან მექნება ყოვედღიური ურთიერთობა და ვფიქრობ, ძალიან ბევრ პრობლემას ძალიან სწრაფად გადავჭრით. და კიდევ ერთი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ყველა ერთხმად ითხოვს, არის ის, რომ ჰქონდეთ ეროვნებათა სახლი“.
პირველად საქართველოს ისტორიაში, სახელმწიფოს პირველმა პირმა მიგვიღო ჩვენ, ეროვნული უმცირესობები, მოისმინა ჩვენი პრობლემები და, ალბათ, რაღაც იმედები გაუჩნდათ ჩვენს ეროვნულ, ეთნიკურ უმცირესობებს და, რა თქმა უნდა, ეს საქართველოსთვის დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია...თენგიზ გაგლოევი