უცხოეთის პრესაში განვლილი კვირის განმავლობაში რამდენიმე საყურადღებო სტატია დაეთმო საქართველოს. ბუნებრივია, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს წინასაარჩევნო პროცესი. ჩვენც ამ თემით დავიწყებთ: კავკასიის საკითხების ექსპერტის, კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის წარმომადგენელ თომას დე ვაალის პუბლიკაციით. მისი სათაურია „გადამწყვეტი მნიშვნელობის არჩევნები საქართველოში“.
ამჯერად, დე ვაალის სტატია ნაკლებად ეთმობა ანალიზს, შეფასებებს. ის რამდენიმე ნაწილისაგან შედგება, იძლევა, უწინარეს ყოვლისა, ინფორმაციას წინასაარჩევნო ვითარებაზე, საკითხებზე, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ამომრჩევლებთან შეხვედრისას, მედიალანდშაფტზე. ის გვთავაზობს მოკლე ინფორმაციას არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და მათს ლიდერებზე, რათა მკითხველს შეექმნას წარმოდგენა, ვინ ვინ არის წინასაარჩევნო საქართველოში.
დე ვაალი განმარტავს, რატომ აქვს „გადამწყვეტი მნიშვნელობა“ საქართველოში 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს.
„2013 წელს, როცა სააკაშვილს ამოეწურება საქართველოს პრეზიდენტობის მეორე, ბოლო ვადა, დაუყოვნებლივ შევა ძალაში 2010 წელს მიღებული ახალი კონსტიტუცია. უდიდესი ნაწილი აღმასრულებელი ხელისუფლებისა, რომლითაც ახლა პრეზიდენტი სარგებლობს, გადაეცემა გაძლიერებულ პრემიერ-მინისტრს, რომელიც მთავრობას შექმნის. პრემიერ-მინისტრს კი აირჩევს პარლამენტი, რომელიც, შესაბამისად, მნიშვნელოვან უფლებამოსილებებს ჩააბარებს 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში უმრავლესობით მოსულ პოლიტიკურ ძალას“.
როგორც ეს ციტატაც ცხადჰყოფს, თომას დე ვაალის პუბლიკაციაში მოყვანილი ინფორმაცია ჩვენი მსმენელისათვის უცნობი არ არის. ეს ეხება საზოგადოებრივი აზრის რამდენიმე გამოკითხვის შედეგებსაც. დე ვაალი აღნიშნავს, რომ გამოკითხვების უმეტესობის შედეგებით, ლიდერობს მმართველი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. თუმცა მისი მთავარი მეტოქე, კოალიცია „ქართული ოცნება“ ბევრ მხარდამჭერს იზიდავს - განსაკუთრებით საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც გრძნობს „გაუცხოებას სააკაშვილის პოლიტიკის მიმართ“, ვკითხულობთ სტატიაში.
ვრცელი პუბლიკაციის დასკვნითი ნაწილი ეთმობა არჩევნების სამართლიანად ჩატარების მნიშვნელობას. თომას დე ვაალი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილიც და კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც თავიანთ ძალებში დარწმუნებული წინასწარმეტყველებენ 1 ოქტომბრის არჩევნებში საკუთარ გამარჯვებას. პუბლიკაციაში მოყვანილია ივანიშვილის ვარაუდი, რომ, საუკეთესო შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ მოიპოვებს საპარლამენტო მანდატების სამ მეოთხედს, ხოლო გაცილებით ნაკლებს - ხმების 40%-ს - მხოლოდ „კატასტროფული შეცდომების დაშვების შემთხვევაში“.
შესაბამისად, თომას დე ვაალი მიუთითებს შესაძლებლობაზე, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემთხვევაში, ოპოზიცია გააპროტესტებს 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს. ეს კი კიდევ უფრო ზრდის არჩევნების სამართლიანად ჩატარების მნიშვნელობასო, დაასკვნის თომას დე ვალი პუბლიკაციაში, რომელიც კარნეგის ფონდის ვებსაიტზე გამოქვეყნდა.
საარჩევნო მზადებას ეხება საინფორმაციო სააგენტო ფრანს-პრესის სტატიაც სათაურით „ქართველი ოპოზიციონერი მილიონიანი საპროტესტო გამოსვლებით იმუქრება“. ეს ოპოზიციონერია კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი.
ფრანს-პრესს პირველივე აბზაცში გამოაქვს მძაფრი შეფასებები, რომელიც ივანიშვილმა მის კორესპონდენტთან საუბარში გამოთქვა.
„ქართველი მილიარდერი, ოპოზიციის ლიდერი „პროფესიონალ მატყუარას“ და „მამაძაღლს“ უწოდებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ის მილიონიანი საპროტესტო გამოსვლებით იმუქრება, თუ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. 1 ოქტომბრის, გადამწყვეტი მნიშვნელობის არჩევნებამდე, თავისი მეტოქის მწვავე კრიტიკისას, ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილი დაადანაშაულა დასავლეთის მხარდაჭერის მქონე საქართველოს ისეთ, ავტორიტარულ სახელმწიფოდ გადაქცევაში, როგორიც არის მისი მტერი, რუსეთი“, ასე იწყება სტატია, რომლის ავტორიცაა სააგენტო ფრანს-პრესის კორესპონდენტი მეთიუ კოლინი. მას მოჰყავს ივანიშვილის განცხადებაც, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ოპოზიცია შეძლებს ქუჩაში მილიონი დემონსტრანტის გაყვანას, თუმცა იმოქმედებს კანონის ჩარჩოებში, მშვიდობიანად და არ დაუშვებს დაპირისპირებას.
სტატიაში ვკითხულობთ ასევე, რომ ფრანს-პრესთან ინტერვიუში ივანიშვილმა უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გაკრიტიკებაზე. „როგორ უნდა გავაკრიტიკოთ პუტინი, როცა ჩვენ სააკაშვილი გვყავსო?“ - თავის მხრივ, უკითხავს ივანიშვილს ფრანს-პრესის კორესპონდენტისათვის.
რუსეთისადმი ივანიშვილის დამოკიდებულებაზეა საუბარი სტატიაშიც, რომელიც გასული კვირის დასაწყისში დაიბეჭდა გაზეთ „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ევროპულ გამოცემაში. სტატიის ავტორი ესტონეთის თავდაცვის მინისტრი, ურმას რეინსალუ წერს: „რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასულ თვეში გააოგნა დასავლეთი, როცა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მან მოიწონა 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრა ჯერ კიდევ ორი წლით ადრე, ვიდრე ეს მოხდებოდა. მან გაამხილა აგრეთვე, რომ რუსეთი წვრთნიდა და აიარაღებდა სეპარატისტ შეიარაღებულ პირებს სამხრეთ ოსეთში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუსეთის „მშვიდობისდამცველები“ ხელს უწყობდნენ ძალადობას, მისთვის ხელის შეშლის ნაცვლად. ეს არ არის მხოლოდ ისტორიის სახელმძღვანელოებში ჩასაწერი ამბავი. კავკასიაში ვითარება კვლავაც მძიმეა და დასავლელმა ლიდერებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ აღარ დაუშვან შეცდომა რუსეთის ზრახვების ამოცნობაში“, წერს ესტონეთის თავდაცვის მინისტრი.
მისი აზრით, რუსეთმა მართალია, ინტერვენციისა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ათასობით ჯარისკაცის განთავსების მიუხედავად, ვერ შეძლო ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის ჩაშლა, მაგრამ მცდელობას განაგრძობს. ვხედავთ პუტინის ახალ მიდგომას საქართველოს დესტაბილიზაციის მისაღწევად - საშინაო პოლიტიკის მეშვეობითო, აღნიშნავს ესტონელი მინისტრი, რომელიც ხედავს დესტაბილიზაციის ამ მცდელობის კავშირს ბიძინა ივანიშვილთან.
„ივანიშვილი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი რუსეთისაგან საქართველოს ტერიტორიის დაბრუნება. თუმცა, „უოლ სტრიტ ჯორნალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ივანიშვილი ხაზს უსვამს აგრეთვე თავის რწმენას, რომ „შეუძლებელია მდგრადი მომავლის აშენება რუსეთის, ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენი სამხედრო ძალის მიმართვით“. ეს მოსაზრება შეესაბამება კოალიციის დაპირებას, არ უნდა „ვიჩქაროთ“ ნატოშიო“, - წერს ესტონეთის თავდაცვის მინისტრი, რომლის სტატიაც, ისევე როგორც გასულ თვეში ბიძინა ივანიშვილის წერილი, დაბეჭდა „უოლ სტრიტ ჯორნალმა“.
ბოლოს ძალიან მოკლედ ერთ პუბლიკაციაზე ბათუმის კინოფესტივალის შესახებ. ის რამდენიმე დღის წინ დაბეჭდა „ფაინანშლ ტაიმსმა“. სტატიის ავტორი ჰუგო გრინჰალგი შეხვდა და ესაუბრა ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალის თანადამფუძნებელს, ზვიად ელიზიანს. მისგან შეიტყო ამ ფესტივალის თავისებურებების, მიზნების, გეგმებისა და მონაწილეების შესახებ. შეიტყო ისიც, რომ კინოფესტივალზე დასწრება, ფილმების ყურება უფასოა.
16-23 სექტემბერს იმართება ბათუმის საავტორო კინოს რიგით მეშვიდე საერთაშორისო კინოფესტივალი.