პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტში და მის გარეთ
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს პარლამენტი 26 ივლისს, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს „ადგილობრივი თვითმმართველობების კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს. პოლიტიკოსებთან ერთად, პროცესის აქტიური მონაწილეა სამოქალაქო სექტორი, რომელიც სამართლებრივი გზებით ცდილობს 7 თვითმმართველი ქალაქისათვის სტატუსის გაუქმების თავიდან აცილებას.