პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სიტყვა გაეროში
Your browser doesn’t support HTML5
21 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის გენერალურ
დებატებზე სიტყვით წარდგა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი
კვირიკაშვილი. მან ქვეყნის შიდა პოლიტიკის პრიორიტეტულ ასპექტებზე
ილაპარაკა, ყურადღება გაამახვილა რუსეთის ოკუპაციურ პოლიტიკასა და
ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე. გიორგი კვირიკაშვილის
გამოსვლის ნაწილი დაეთმო ქვეყნის, როგორც ევროპისა და აზიის
დამაკავშირებლის, ეკონომიკური პოტენციალის მნიშვნელობას. მისი თქმით,
საქართველოს წვლილი შეაქვს ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა“,
რომელიც ხელს შეუწყობს ევროპასა და აზიას შორის მაღალი ღირებულების
პროდუქციითა და მომსახურებით ვაჭრობას და, ტრადიციულ საზღვაო
მარშრუტებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაზიდვებისათვის
საჭირო დროს ევრაზიის პერიფერიის შემოვლით.