უკრაინის პრეზიდენტი თბილისში

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს ეწვია უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო. საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში უკრაინის დელეგაციას გიორგი მარგველაშვილთან ერთად დახვდნენ მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. ქართულმა და უკრაინულმა მხარეებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ. ასევე შეთანხმდნენ უკრაინისა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობაზე.