საქართველოს ეწვია რომის პაპი ფრანცისკე

Your browser doesn’t support HTML5

პარასკევს, 30 სექტემბერს, საქართველოს ეწვია რომის პაპი ფრანცისკე. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურს დახვდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეუღლითურთ, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მთავრობის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები. საქართველოში ვიზიტს რომის პაპი 2 ოქტომბერს დაასრულებს და თბილისიდან აზერბაიჯანში გაემგზავრება.