„ქართული ოცნება“ კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოლიტიკური დიალოგის მიმდინარე კვირაში განახლებას. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის 15 აგვისტოს ბრიფინგის მიმართ მეტი კონკრეტიკის მოლოდინი იყო. არჩილ თალაკვაძე მხოლოდ პარტიების დიალოგზე მიწვევით შემოიფარგლა. ოპოზიციურმა პარტიების ერთმა ნაწილმა 16 აგვისტოს წარმოადგინა პროცესის გაგრძელების ხედვა. საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღების შემდეგ მმართველი ძალა კმაყოფილებას არ მალავდა შედეგით და არც კონსენსუსის დეფიციტის გამო წუხდა. ვენეციის კომისიის მიერ კონსენსუსის არარსებობის გამო მწვავე უკმაყოფილებისა და პარტიების სტრასბურგში მიწვევის შემდეგ, პოლიტიკური დიალოგის საკითხი ისევ გააქტუალურდა. რა შესაძლებლობებს და საფრთხეებს შეიცავს პროცესი, რომელიც მმართველ ძალას პოლიტიკური კონსენსუსის დასადასტურებლად სჭირდება?ამ თემაზე ნინო გელაშვილი თბილისის სტუდიაში ესაუბრა ეკა გიგაურს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორსა და მიხეილ ბენიძეს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელ დირექტორს.
Your browser doesn’t support HTML5