საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასრულდა ხელისუფლების “იდეოლოგიური ჩარევა” შემოქმედებით პროცესში. გარდა ამისა, 90-იანი წლების დასაწყისში ხელისუფლებას უბრალოდ არ ეცალა პოეტებისთვის. თუმცა მოგვიანებით აქტიური გახდა საზოგადოების ერთი ნაწილი, შესაძლოა, უმრავლესობა, რომელმაც შეუტია სიახლეს და რადიკალურობას. ამ შემოტევამ, თავის მხრივ, გამოაღვიძა თვითცენზურა - ქართველ ხელოვანებს, პოეტებს, თითქოს ძალა გამოეცალათ - კულტურას უჭირდა საზოგადოების ამ ნაწილთან დაპირისპირება. გიორგი გვახარიას სტუმარი, პოეტი პაატა შამუგია, საუბრობს ცენზურაზე თანამედროვე საქართველოში.