პლასტილინით ნათქვამი
Your browser doesn’t support HTML5
18 წლის ზაურ გამყრელიძე რაჭაში, ქალაქ ონში ცხოვრობს. პლასტილინით ქანდაკებების ძერწვა 14 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში ძერწავდა ათასგვარ ფიგურებს − იმ დღემდე, ვიდრე ყველა ძველ ნამუშევარს პლასტილინის ერთ დიდ გუნდად აქცევდა. ძველს რომ შეელია, ზაურის შემოქმედებაში ახალი ეტაპი დაიწყო: პირველი ქანდაკება 2013 წლის 17 მაისის მოვლენების შემდეგ გააკეთა, როცა აგრესიულმა ბრბომ სცადა, დაერბია ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ქუჩაში გამოსული მცირერიცხოვანი ჯგუფი. ამ ზაფხულს კი ზაურის ნამუშევრები პირველად ნახა შედარებით ფართო საზოგადოებამ − ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა ახალგაზრდა მოქანდაკის პირველი პერსონალური გამოფენა.