ორთვიანი ანტისამთავრობო გამოსვლების განმავლობაში 22 იანვარი ყველაზე დაძაბული დღე აღმოჩნდა უკრაინაში, სადაც პირველად დაიღუპნენ ადამიანები. კიევის ცენტრში პოლიციასა და ანტისამთავრობო დემონსტრანტებს შორის ოთხშაბათს დაწყებულ სასტიკ დაპირისპირებას, სულ მცირე, ორი დემონსტრანტის დაღუპვა მოჰყვა. ამ ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ქვეყანაში შექმნილი დაძაბული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად ოპოზიციის ლიდერები მოსალაპარაკებლად მიიწვია. ოპოზიციის ლიდერებთან - ვიტალი კლიჩკოსთან, არსენი იაცენიუკთან და ოლეჰ ტიაჰნიბოკთან - შეხვედრა პრეზიდენტმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პოლიციის სპეცდანიშნულების ძალების ნაწილებსა და დემონსტრანტებს შორის ოთხშაბათს რამდეჯერმე მოხდა შეტაკება. პოლიციამ და შინაგანმა ჯარმა დილით გრუშევსკის ქუჩაზე მოწყობილი ბარიკადების დემონტაჟი სცადეს, რასაც დემონსტრანტების წინააღმდეგობა მოჰყვა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, დემონსტრანტები პოლიციელებს ქვებსა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს ესროდნენ, სპეცდანიშნულების ძალები კი წყლის ჭავლს, ცრემლმდენ გაზსა და პლასტიკურ ტყვიებს იყენებდნენ, თუმცა, ოპოზიციის წევრებისა და ექიმების ვარაუდით, არამხოლოდ პლასტიკურ ტყვიებს. როგორც საველე ლაზარეთის ექიმმა იგორ პეტროვიჩმა განაცხადა, 22 იანვარს შეტაკებებში დაღუპული ერთ-ერთი აქტივისტი, 20 წლის სერგი ნიგოიანი, სწორედ ცეცხლსასროლი ტყვიებით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა:
„წინასწარი დასკვნით, სიკვდილის მიზეზია ყელის არეში, კეფის არეში და გულმკერდის მარჯვნივ, ფილტვის არეში, ცეცხლსასროლით მიყენებული ჭრილობები“.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო პოლიციის მხრიდან საბრძოლო იარაღის გამოყენება, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მიკოლა აზაროვმა კი ადამიანების დაღუპვაზე პასუხისმგებლობა არეულობის ორგანიზატორებს დააკისრა:
„როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრი, ოფიციალურად ვაცხადებ, რომ მსხვერპლი, რომელიც, სამწუხაროდ, უკვე მივიღეთ, მასობრივ არეულობათა ორგანიზატორებისა და მთავარი მონაწილეების სინდისზეა. მოვუწოდებ სამართალდამცველ ორგანოებს დეტალურად გამოიძიონ მომხდარი დანაშაული და გააკეთონ ყველაფერი იმისათვის, რათა მომავალში მსგავსი რამ აღარ განმეორდეს“.
მოსკოვი კი ფიქრობს, რომ ქვეყნის კონსტიტუციას ექსტრემისტულად განწყობილი ოპოზიცია არღვევს, ხოლო უკრაინის ხელისუფლება საზღვარგარეთიდან ჩარევას აწყდება. ასეთი შინაარსის განცხადება სააგენტო „ინტერფაქსთან“ საუბარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გააკეთა და იქვე დასძინა, რომ მთლიანად იზიარებს პრემიერ-მინისტრ მიკოლა აზაროვის შეფასებებს.
ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინაში სიტუაციის ესკალაციის გამო შეშფოთება გამოთქვეს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ კი მხარეებს მოუწოდა ძალადობისაგა თავი შეიკავონ.
„ჩვენ შეძრული ვართ დემონსტრანტების დაღუპვის შესახებ უკრაინიდან მოსული ბოლო ცნობებით და ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს; უმკაცრესად ვგმობთ ძალის გამოყენებასა და ძალადობას, მოვუწოდებთ ორივე მხარეს შეწყვიტონ დაპირისპირება და მიიღონ ზომები იმისათვის, რომ სიტუაცია განიმუხტოს“.
აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ ვაშინგტონმა ვიზები გაუუქმა რამდენიმე უკრაინელ მოხელეს, - მათი ვინაობა ჯერჯერობით არ კონკრეტდება, - რომლებსაც კავშირი აქვთ დემონსტრანტებზე განხორციელებულ ძალადობაში. უკრაინის პროდასავლური ოპოზიცია კი მოუწოდებს დასავლეთის სახელმწიფოთა ლიდერებს ფინანსური სანქციები შემოიღონ უკრაინის მთავრობის წევრების - უშიშროების საბჭოს მდივნის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და გენერალური პროკურორის - მიმართ. ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც 22 იანვარს ქვეყნის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს მისივე თხოვნით შეხვდნენ, კვლავ აცხადებენ, რომ პოლიტიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოსვლის ერთადერთი გზა მთავრობის გადადგომა, 16 იანვარს მიღებული „დიქტატორული კანონმდებლობის“ გაუქმება და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნაა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, დემონსტრანტები პოლიციელებს ქვებსა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს ესროდნენ, სპეცდანიშნულების ძალები კი წყლის ჭავლს, ცრემლმდენ გაზსა და პლასტიკურ ტყვიებს იყენებდნენ, თუმცა, ოპოზიციის წევრებისა და ექიმების ვარაუდით, არამხოლოდ პლასტიკურ ტყვიებს. როგორც საველე ლაზარეთის ექიმმა იგორ პეტროვიჩმა განაცხადა, 22 იანვარს შეტაკებებში დაღუპული ერთ-ერთი აქტივისტი, 20 წლის სერგი ნიგოიანი, სწორედ ცეცხლსასროლი ტყვიებით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა:
„წინასწარი დასკვნით, სიკვდილის მიზეზია ყელის არეში, კეფის არეში და გულმკერდის მარჯვნივ, ფილტვის არეში, ცეცხლსასროლით მიყენებული ჭრილობები“.
როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრი, ოფიციალურად ვაცხადებ, რომ მსხვერპლი, რომელიც, სამწუხაროდ, უკვე მივიღეთ, მასობრივ არეულობათა ორგანიზატორებისა და მთავარი მონაწილეების სინდისზეა. მოვუწოდებ სამართალდამცველ ორგანოებს დეტალურად გამოიძიონ მომხდარი დანაშაული...მიკოლა აზაროვი