„პირადობის მოწმობაში შეცდომაა“

„მე ვარ ქალი - აღიარე”, “პირადობის მოწმობაში შეცდომაა - გამოასწორე“, „ტრანსგენდერი ქალები ვერ საქმდებიან“ - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით მივიდნენ 8 მარტს "ქალთა მოძრაობის" წევრები იუსტიციის სამინისტროსთან და ტრანსგენდერ ქალთა უფლებრივი მდგომარეობა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეთა თქმით, ტრანსგენდერ ქალს პირადობის მოწმობის სქესის გრაფაში მითითებული არ უნდა ჰქონდეს მამრობითი სქესი.